Custom ROM Android 4.4.3-ის ბაზაზე

ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ ანდროიდ 4.4.3-ის გამოსვლის შესახებ, მაგრამ ბევრს ჯერ ვერ გადმოგიწერიათ რადგან ოფიციალური გადმოსაწერი ვერსია Nexus-ის ტიპის ტელეფონების გარდა არაა გამოსული.
თუ ოდნავ ძველი ტელეფონი გაქვთ შესაძლებელია საერთოდ არ გამოვიდეს და დიდი ხნის ლოდინიც წყალში ჩაგეყაროთ. ამიტომაც მე გთავაზობთ ტოპ სამეულს საიდაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ყველაზე პოპულარული ROM-ისგან ერთ-ერთი და ჩაწეროთ თქვენს ტელეფონზე, რომ ისიამოვნოთ ახალი Android 4.4.3-ით.
მე ამ პოსტში არ დავიწყებ ჩაწერის პროცესის ახსნას, მაგრამ თუ დახმარება დაგჭირდებათ მაგასაც გავაკეთებ.
1.CyanogenMod

ეს არის ყველაზე ძლიერი ROM-ი რომელიც დღესდღეობით არსებობს ანდროიდის მარკეტზე და იგი ასევე გამოირჩევა დიდი ფორუმით, რაც იმის საშუალებას მოგცემთ, რომ დახმარების საჭიროების შემთხვევაში ეგრევე მიიღოთ ის.
CyanogenMod არის სტანდარტული ანდროიდი მას არაფერი არააქ დამატებული რაც მას კიდევ უფრო სუფთა იერსახეს მატებს.
2.OMNI ROM

Omni ROM-ის მომხარებელი პირადად მე ვარ ეხლა და ახალ ანდროიდს ამ ROM-ით ვტესტავ მიუხედავად პატარა შეცდომებისა იგი მაინც საკმაოდ სტაბილურია, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც გირჩევთ რომ CyanogenMod-ი გადმოიწეროთ.
3.AOKP ROM

მიუხედავად იმისა, რომ მის ლოგოს ცოტა არიყოს და უცნაური ვიდი აქ იგი მაინც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ROM-ია დღესდღეობით. ეს ვერსია სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ მას აქ დამატებული პატარა პროგრამული ელემენტები რაც შეიძლება გამოგადგეთ თუ ტელეფონისგან მაქსიმალურს მოელით.
ის ვიზუალურად ისეთივეა როგორც დანარჩენი ROM-ები.
არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არ არის სრული სია უბრალოდ ესენი არიან ტოპ სამეულები ამიტომაც შეგიძლიათ თვითონაც ჩაეძიოთ ფორუმებში და მონახოთ თქვენთვის საყვარელი ROM-ი
Комментариев нет:
Отправить комментарий